geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მონაწილეების შერჩევა Vis Moot 2027

თსუ იურიდიული ფაკულტეტი იწყებს ახალი მონაწილეების შერჩევას Willem C. Vis სახელობის, რიგით 34-ე ყოველწლიური იმიტირებული შეჯიბრისთვის საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში, რომელიც გაიმართება ქალაქ ვენაში 2027 წლის 19 მარტიდან 25 მარტამდე.

 

შერჩეული სტუდენტებისაგან დაკომპლექტდება გუნდი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე წარდგება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2026 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ საბუთები ელექტრონულ მისამართზე vismoot@tsu.ge.

 

აუცილებელია, კანდიდატმა გამოაგზავნოს ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, ნიშნების ფურცელი, CV და სამოტივაციო წერილი (ინგლისურად). მაილში დამატებით მიუთითეთ სწავლების საფეხური და სემესტრი, საკონტაქტო ნომერი. 

 

არსებობის შემთხვევაში, გამოაგზავნეთ ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, CAMBRIDGE, დონე მინიმუმ B2). არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დამატებით გამოაგზავნოთ საუნივერსიტეტო და უნივერსიტეტს მიღმა აქტივობების დამადასტურებელი სერტიფიკატები (ერთიან დოკუმენტად).

 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-5 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებს; ასევე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები.

 

მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობაა სტუდენტის აქტიური სტატუსი 2026-2027 სასწავლო წლის განმავლობაში და ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

 

შესარჩევი პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი - გადმოგზავნილი აპლიკაციების ფორმალური წინაპირობების შემოწმება.

მეორე ეტაპი - შერჩეულ კანდიდატებთან ინგლისურ ენაზე გასაუბრების ჩატარება.

მესამე ეტაპი - ზეპირი დისკუსია საარბიტრაჟოსამართლებრივ თემაზე [დისკუსიის თემა წინასწარ იქნება გაზიარებული].

 

Vis Moot წარმოადგენს თსუ იურიდიული ფაკულტეტის არჩევით საგანს, რომელსაც მინიჭებული აქვს 10 კრედიტი. ამდენად, საგანი შესაბამის კრედიტთან ერთად, აისახება შესარჩევი პროცესის შედეგად დაკომპლექტებული გუნდის ყველა წევრის სასწავლო ბაზაში, მიმდინარე სემესტრში განსაზღვრული მაქსიმალური კრედიტების ოდენობის ფარგლებში.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე - vismoot@tsu.ge

 

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ 6 სექტემბერს, 18:30 საათზე. დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ მაილზე და გამოგიგზავნით შეხვედრის ლინკს.

 

თსუ-ის Vis Moot გუნდის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი - @tsu_vismoot

 

თარიღი: 27/08/2026